okianuri da sanapiro formebi - laguna

 

1. წყალმარჩხი ბუნებრივი წყლის აუზი, რომელიც ზღვას უერთდება ვიწრო სრუტით ან მისგან გამოყოფილია ფსკერული ნატანის ზვინულით ბარით.

ღია ზღვასთან შედარებით ლაგუნაში წყალი მეტად ან ნაკლებად მარილიანია, გროვდება სპეციფიური ლაგუნური ნალექები და განსხვავებული ფლორა და ფაუნა. ლაგუნური ნალექები მარილიანი ან გამტკნარებულწყლიანი ნალექებია, რომელიც ძირითადად მდინარის მიერ მოტანილი წვრილმარცვლოვანი ქვიშები, ალევრიტები და თიხებია.

2. მარჯნის რიფებსა და კონტინენტის ან კუნძულის ნაპირს შორის, აგრეთვე ატოლის შიგნით მოქცეული ზღვის მონაკვეთი.